მირეკავდა და მაშანტაჟებდა - აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლები ალაპარაკდნენ

26.03.21 17:36
მირეკავდა და მაშანტაჟებდა - აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლები ალაპარაკდნენ

ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორის კიდევ ორი მსხვერპლი გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი მანანა დადიანია, რომელსაც დანარჩენი მსხვერპლებისგან განსხვავებული ისტორია აქვს. დადიანი ყვება, რომ აშშ-ში ყოფნის დროს მას ეროვნული მოძრაობის სახელით თამარ ჭანიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი დაუკავშირდა და თბილისში  ბინის შეძენა შესთავაზა. ჭანიშვილი ქალს ყოველკვირეულად თანხას აგზავნიდა, მისი ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბინა არ არსებობდა. 

მას შემდეგ, რაც დაზარალებული  აგენტ-პროვოკატორტს საგამოიებო უწყებებში ჩივილით დაემუქრა, ქალი შანტაჟზე გადავიდა. 

წავედი აშშ-ში, 2005 წელს შვილი მომიკლეს და მის შემდეგ სიმსივნე შემეყარა ავთისებიანი და ვმკურნალობდი. ეროვნული მოძრაობის სახელით დამიკავშირდა ერთ-ერთი წევრი, გვარს არ ვასახელებ შეგნებულად იმის გამო, რომ აღძრული მაქვს საქმე. დამიკავშირდა ეს ორი პიროვნება ბინით ხომ არ ხარ დაინტერესებულიო და ვარ მეთქი დაინტერესბული. ჩემი ახლობელი აშენებსო, ნათესავიო, ნელ-ნელა გამოგზავნი ხოლმე ფულსო და ჩვენ აგიშენებთ ბინასო. ძალიან მიამიტურად მოვტყუვდი, ყოველ კვირა მაგზავნინეს ფული. მიგზავნიდა სურათებს, ეს თვაის ფრჩხილით გადაღებულ სურათებს. რომ ჩამოვედი არ დამხვედრია და გამიკვირდა, იმიტომ, რომ ბინაც უნდა ეჩვენებინა და 25 ში ვნახე, ყალბი საბუთი მომცა, რომ აი, ბინის შესახებ არის დადგენილებაო  და რომ ჩახვედე, ეს რა არის მე ვუთხარი, ახლა მაქვს გაფასახდელი? ხომ ყველაფერი გადავიხადე-მეთქი და მეორე კაცს გადააბრალადა რომ ვუთხარი აღვძღავ საქმეს მეთქი და აღვძარი კიდეც დაიწყო იმ დღიდან ჩემი დის სახლში საოჯახო ტელეფონზე რეკვა და შანტაჟი ერთადერთი შვილი დამრჩა და იმით. მაგათ ეგონათ, რომ მე არ ჩამოვიდოდი ცოცხალი და შეიტყაპუნებდნენ ყველაფერს. ერთიანად არის 80 ათასზე მეტი თანხა, - ამბობს დადიანი.

მეორე მსხვერპლი ყვება, რომ სასმახურში ყოფნის დროს აგენტ-პროვოკატორი მასთან მივიდა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში დახმარება სთოხვა, რომლითაც თითქოს თურქი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული. მამაკაცი ამბობს, რომ მისი დაკავება სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც მის წინ მაგიდაზე გარკვეული თანხა იდო, რომელიც აგენტს თან უდან წაეღო. 

სამსახურში მუშაობისას აღნიშნული ქალი მოვიდა ჩვენთან და თავის გამაცნო როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენის ფინანსური მენეჯერი. ის ადამიანია, ვისთანაც ეს შუამავლობდა არ იყო საქართველოს მოქალაქე, იყო თურქი. დაინტერესებული იყო მოკლედ იმ ადგილით, სადაც მე ვმუშაობდი, რღაც ინსფრატსრუქტურული პროექტის განხორციელება უნდოდა. ცოტა ხნის მერე ეს თუქრი ამ ქალის პირით მთავაზობს, რომ ვინაიდან ის არის თურქი, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მთხოვს, რომ მე მეშუამდგომლა სამინისტროებთან და სხვა და სხვა უწყებებთან, რომლებიც განახორციელებდნენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. ფული დევს ჩემს წინ ბლოკნოტში მაგიდაზე. ჩვენ შეთანხმების შესაბმისად, ეს ფული მიაქვს ამ ადამიანს. ეს ქალი რომ ადგა, ისე სწრაფად გატრიალდა, გაქცევის მცდელობა ჰქონდა, ფულთან ერთად მტოვებდა მე მივხვდი, დაჭერა მინდოდა ამ ქალის, ჩანთით დავიჭირე და ჩანთა გაიხსნა და ჩანთა რომ დავინახე, ვიფიქრე, ყველაზე კარგი მომენტი იყო ეს ფული ჩამეგდო ჩანთაში. ფულის აღება და უკნიდან ვიღაცის დაჭერა ერთი იყო. მოკლედ, ასე აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი, - ყვება ერთ-ერთი მსხვერპლი.
 

 აგენტი ფსევდო სახელით ირინოლა ერისთავი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოვლინა. ის 8 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ხელისუფლება ამ ქალბატონის მეშვეობით იმ ადამიანების ციხეში გაშვებას ცდილობს, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.