კორპუსები ისტორიული შენობის ნაცვლად - ქუთაისის გუბერსკის ციხეს ანგრევენ

05.02.26 21:10
კორპუსები ისტორიული შენობის ნაცვლად - ქუთაისის გუბერსკის ციხეს ანგრევენ

კორპუსები ისტორიული ციხის ნაცვლად. ქუთაისის გუბერსკის ციხე დანგრევისთვის არის განწირული. დემონტაჟის ნებართვა გაცემულია და მე-19 საუკუნის ნაგებობის ბოლო დღეების ათვლა დაწყებულია. 

ციხის ნაცვლად ადგილზე კორპუსები აშენდება. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ შენობაში, მეოცე საუკუნიდან 2005 წლამდე იყო ციხე, სადაც  სასჯელს სტალინი, ლეო ქიაჩელი, მიხა ცხაკაია და სხვები იხდიდნენ.  ქუთაისში ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იყო ამ ისტორიული შენობისთვის ახალი ფუნქცია მოეძებნათ და ტურისტულ ეპიცენტრად ექციათ, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა. 

ე.წ. გუბერნსკის ციხის და მის მიმდებარედ ერთ ჰექტრამდე ფართობის მესაკუთრე დავით კოსტავაა - ის "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრის მაგდა კოსტავას მამაა. შენობა მას ნახევარ ფასად, 2021 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მიყიდა. არადა ამ ტერიტორიას თავდაპირველად სამ მილიონ ლარზე მეტად ყიდდნენ, თუმცა იმის გამო რომ მსურველი არ გამოჩნდა. შემდეგ განახევრებულ ფასად გაყიდეს. ტერიტორიის მფლობელი არ ამბობს, აპირებენ თუ არა ხალხის მოთხოვნის გათვალისწინებას და შენობის დანგრევაზე უარის თქმას. 

ხალხი, ვინც ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე წლებია მუშაობს, ფიქრობს რომ 2 საუკუნის წინ აშენებლი ციხეში შესაძლოა გახსნილიყო რუსული ოკუპაციის მიზეუმი. ასე მოხდა ევროპის არა ერთ ქვეყანაში - უნგრეთში, პოლონეთში და ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც ოკუპაციის მუზეუმს წელიწადში საშუალოდ 65 ათასი ვიზიტორი ჰყავს და შემოსავლის წყაროდაა ქცეული.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.