"ქურდული გარჩევები" სატელეფონო კონფერენციებით და "კრიმინალური სამყაროს" მხარდაჭერა - "ჯვარსკის" დედა ციხეში გაუშვეს

05.02.26 20:50
"ქურდული გარჩევები" სატელეფონო კონფერენციებით და "კრიმინალური სამყაროს" მხარდაჭერა - "ჯვარსკის" დედა ციხეში გაუშვეს

"ქურდული გარჩევები" სატელეფონო კონფერენციებით და კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერა - ამ ბრალდებით, კანონიერი ქრუდის დედა, დღეს სასამართლომ ციხეში გაუშვა. 55 წლის მანანა ლიპარტელიანს, რომელიც საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდის დედაა ათ წლიანი პატიმრობა ემუქება. გამოძიების ვერსიით მანანა ლიპარტელიანი შვილს "კანონირი ქურდის" სტატუსის შენარჩუნებაში ეხმარებოდა და თან "ქურდულ გარჩევებშიც" მონაწილეობდა.

რევაზ უბილავას, იგივე "ჯვარსკის" დედა რუსთავის ქალთა ციხეში უკვე შეასახლეს. ის მზად იყო თავისუფლების სანაცვლად 10 ათასი ლარი გადაეხადა, მაგრამ უარი მიიღო. მთელი პროცესი 55 წლის მანანა ლიპარტელიანი დუმდა. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაულს მანანა ლიპარტელიანს ვერ დაუმტკიცებენ. "ჯვარსკის" დედის წინააღმდეგ, ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ დედა-შვილის სატელეფონო საუბრები დევს, სადაც მანანა ლიპარტელიანი მატროსოვის ციხეში მოთავსებულ მსჯავრდებულ შვილს ტელეფონით ელაპარაკება.

"კანონიერი ქურდის", რევაზ უბილავას ოჯახში 50-მდე სპეცრაზმელი 3 თებერვალს, გამთენიისას შევიდა. ხელბორკილები 55 წლის ქალთან ერთად, "ჯვარსკის" ძმას დაადეს. ადვოკატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია დაკავება ძალადობრივი იყო და კრიმინალურმა პოლიციამ სახლში მყოფი არასრულწლოვნები დააწიოკა. დღევანდელ სხდომას, წესით ბრალდებულის სტატუსით უნდა დასწრებოდა რევაზ უბილავაც, თუმცა ის დისტანციურად არ ჩართეს. 

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.