ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი - ახალი დეტალები
გარდაბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი 30 წლამდე მარიამ გახოკიძეა. კაცი კი ეროვნებით აზერბაიჯანელი ფოლად ალიევია.
როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, წყვილი ერთმანეთს ერთი წლის წინ დააშორდა.
მეზობლების თქმით, ქალს ყოფილი ქმარი მუდმივად ავიწროებდა და ძალადობდა მასზე, რის გამოც რამდენიმე დღის წინ პოლიციამ კაცს შემაკავებელი ორდენი გამოუწერა.
რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის მოტივს, "ტვ პირველს" ადგილობრივები ეუბნებიან, რომ ყოფილმა ქმარმა 30 წლამდე ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მარიამ გახოკიძეს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
როგორც "პირველებს" შსს-ში უთხრეს, ფოლად ალიევი პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მხულით მიმდინარეობს რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.