სასამართლოს და პროკურატურას მართავს ბიძინა ივანიშვილი, გარკვეული შუამავლების დახმარებით - ბესო ალავიძე
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესო ალავიძე ამბობს, რომ სასამართლოს და პროკურატურას მართავს ბიძინა ივანიშვილი, გარკვეული შუამავლების დახმარებით.
ალავიძე შუამავლებსაც ასახელებს და ამბობს, რომ მისი სასამართლოში ყოფნის დროს ესენი გომელაური და ლილუაშვილი იყვნენ.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლოს და პროკურატურას მართავს ბიძინა ივანიშვილი, მას ჰყავს გარკვეული შუამავლები. თავის დროზე, როდესაც მე ვიყავი სასამართლოში, გომელაური იყო ერთ-ერთი შუამავლი, ლილუაშვილიც იყო შუამაავლი, ეს შუამავლები მიდიან სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან. კლანთან ურთიერთობისთვის ძირითადად უსაფრთხოების სამსახური გამოიყენება, ყველას არ შეუძლია მივიდეს და უსაფრთხოების სამსახური ყველაზე კარგია ამ კუთხით სათანამშრომლოდ. სქემა ისეა აგებული, რომ კვალი პირდაპირ ივანიშვილთან არ მივიდეს და ამას აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახური, - განაცხადა ალავიძემ.