ცნობილია, რომელ საათზე შედგება მინისტრ მიქანაძეს, თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

06.02.26 10:34
ცნობილია, რომელ საათზე შედგება მინისტრ მიქანაძეს, თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითზე სამსჯელოდ "ოცნების" განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს 18:00 საათზე შეხვდება. აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს. 

შეხვედრა განათლების სამინისტროში გაიმართება. 

  • გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.