მოკლული თამაზ მთივლიშვილის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს - რა თქვა პაპაშვილმა სასამართლოზე

06.02.26 12:10
მოკლული თამაზ მთივლიშვილის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს - რა თქვა პაპაშვილმა სასამართლოზე

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცი ამტკიცებს, რომ ჩადენილს ნანობს - გიორგი პაპაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ ბიჭი მისი დარტმის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა შემდეგ დუმილის უფლებას გამოიყენა.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი კი რუსეთიდან ექსპტრადირებულიი ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრიი სასჯელის, უვადო პატიმრობის მისჯს მოითხოვს. 

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩემი შვილის მკვლელს მიესაჯოს უვადო პატიმრობა. მან დღეს ნაწილობრივ აღიარა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მან ეს ჩაიდინა განზრახ და  მთელი სისასტიკით", - ამბობს შვილმკვდარი დედა. 

ბრალდებულმა პაპაშვილმა ნაწილობრივ აღიარა დანაშუალი, თუმცა მოგვიანებით დუმილის უფლება გამოიყენა. დაზარალაბულ მხარეს მიგვაჩნია, რომ თუ ვინმემ მოკლა თამაზ მთივლიშვილი, ეს არის ბატონი პაპაშვილი. განზრახ დანაშაულს აქვს ადგილი. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ 19-ში, როდესაც მომდევნო პროცესია გადადებული, მას უნდა მიესაჯოს ყველაზე მკაცრი სასჯელი", - აცხადებს მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 19 თებერვალს, სასტიკი მკვლელობის ერთი წლისთავზეა ჩანიშნული. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი პაპაშვილი სწორედ ამ დღეს დააფიქსირებს მის პოზიციას

მისი ქმედების გამო იყო გამოწვეული გარდაცვალება, თუმცაღაც თქვა, რომ ამის განზრახვა არ ჰქონია. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს და ჩამოვიდა იმის გამო, რომ პასუხი აგოს. შემდგომ პროცესზე ის დააფიქსირებს თავის აზრს", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. 

პაპაშვილი რუსეთში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

22 წლის თაზო მთივლიშვილი წამებით, საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. თაზო საბურთალოზე ერთ-ერთ საშაურმეში  მუშაობდა. სწორედ ამ ობიექტზე დაწყებული უთანხმოება გახდა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. „შაბათის გუნდის“ მიერ მოპოვებული პოლიციური მასალებიდან ირკვევა, რომ 36 წლის გიორგი პაპაშვილი საშაურმეში დასაქმებულ ახალგაზრდებს შავი სამყაროს წარმომადგენლად გაეცნო და ყოველთვიურად ე.წ. „ობშიაკის“ გადახდას სთხოვდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ დავას ორთაჭალაში გარჩევა მოჰყვა. საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით ირკვევა , რომ სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა — გიორგი პაპაშვილი 22 წლის ბიჭს უმოწყალოდ სცემდა.სასტიკი წამების კვალს ადასტურებს ფოტო-მასალაც — დაზარალებულს სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე აქვს მრავლობითი დაზიანებები მიყენებული. საბოლოოდ, გიორგი პაპაშვილმა თაზო მთივლიშვილს სასიკვდილო დაზიანება ბოსტნეულის დაფით მიაყენა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ თაზო მთივლიშვილის მეგობრები და თანამშრომლები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 20 წლის ლუკა გვენეტაძე, 21 წლის ვერიკო კაპანაძე და 20 წლის საბა რობაქიძე სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. როგორც ირკვევა, ორი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს. კიდევ ერთი პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს ბაირამ ალი მუსეინოვი ამ დრომდე მიმალვაშია.