ხაბეიშვილის საქმე: "სუს-მა გდდ-სთან იმათხოვრა, თანამშრომლები გამომიყავიო" - სპეცრაზმელები სასამართლოში ისევ არ მისულან

06.02.26 11:20
ხაბეიშვილის საქმე: "სუს-მა გდდ-სთან იმათხოვრა, თანამშრომლები გამომიყავიო" - სპეცრაზმელები სასამართლოში ისევ არ მისულან

საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმის განხილვა იწყება. დღეს ბრალდების მხარეს მოწმედ ის პოლიციელები ჰყავს მიყვანილი, რომლებმაც ხაბეიშვილის დაკავებისას ხელბორკილები მურთაზ ზოდელაავს დაადეს. 

სპეცრაზმელები კიმ რომელთა ჩვენებაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმეში დევს, სასამართლოში არ დრომდე არ მისულან და არ უთქვამთ, რის გამო იგრძნეს თავის შეურაცხყოფილად, როგორც ამას ჩვენებაში წერენ. 

ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თმით, მამუკა მდინარაძის უწყება გდდ-ს წერილებს უგზავნის, რომ თანამშრომლები გამოუყოს ჩვენებსი მისაცემად, თუმცა ამ დრომდე არცერთი სპეცრაზმელი სასამართლოში არ მისულა. 

არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ჩაიდინა დანაშაული. გდდ-ს თანამშრომლები არ მოჰყავთ, ეს ცრუ გდდ-ს თანამშრომლები. სუს-მა იმათხოვრა, გაუგზავნა გდდ-ს წერილი, რომ ვინმე გამომიყავით, მათხოვეთო, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, არ არსებობს ასეთი რამ სამართლებრივად. თუ ვინმე გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად, მას თავად უნდა მიემართა პროკურატურისთვის  და სუს-ისთვის , მაგრამ არავის არ მიუმართავს და სუს-მა აქეთ მიწერა. ესეც სამართლებრივი ნონსენსი არის. გრძელდება ლევან ხაბეიშვილის წამება, გრძელდება არაადამიანური მოპყრობა. დღემდე არასრულწლოვან შვილებს მას არ ანახებენ. ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკოსია, რომელიც დააკავეს მხოლოდ სიტყვის გამო", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.