ადმინისტრაციის თქმით, ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ოლიმპიური თამაშების ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

06.02.26 12:29
ადმინისტრაციის თქმით, ყაველაშვილი და ბოჭორიშვილი ოლიმპიური თამაშების ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

ადმინისტრაციის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი  ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ. 

როგორც ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.

მათი ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს“,-აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.