თუ საერთაშორისო სტუდენტებზე გადაწყვეტილება არ შეიცვალა, ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო რეიტინგებში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ - ზედანია
თუ საერთაშორისო სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, სამი წლის შემდეგ ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო რეიტინგებში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელსი პროფესორი გიგა ზედანია წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი ადგილისათვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო სტუდენტების ჰყავდეს უნივერსიტეტს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, ორ უნივერსიტეტს იმიტომ ვაერთიანებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში გვინდა უკეთესი ადგილებიო.
მაგრამ საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი ადგილისათვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო სტუდენტების ჰყავდეს უნივერსიტეტს! მათი მიღების აკრძალვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის ამას პირდაპირ დაარტყამს.
თაიმსის უმაღლესი განათლების რეიტინგი თავის შეფასებაში 7.5%-ს ანიჭებს უნივერსიტეტის უნარს, საერთაშორისო სტუდენტები მოიზიდოს - და მხოლოდ 4%-ს აძლევს უნის მიერ მოპოვებულ პატენტებსა და შემოსავალს ინდუსტრიიდან.
რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ საერთაშორისო სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, სამი წლის შემდეგ ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო რეიტინგებში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ, ან, თუ მოხვდებიან - ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე, - წერს სოციალურ ქსელში პროფესორი გიგა ზედანია