სააპელაციომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე მუსელიანცის გამართლებას, პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი კი სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა.
მუსელიანცის მოქმედებით დაზიანდა სატელეკომუნიკაციო კარადა, "რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი... 534 ლარის ზიანია, როგორც ეს ექსპერტმა განსაზღვრა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით. სწორედ ამის გამო გაუშვა მოსამართლე გიორგი არევაძემ 4 წლით ციხეში სამოქალაქო აქტივისტი.