მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა "ხარებას" სპეცრაზმელები პატიმრობაში გაუშვა
გდდ-ს ყოფილი უფროსის, "ხარებას" სპეცრაზმელები საქალაქო სამსამოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა - თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ 27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.
როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, გდდ-ს ყოფილ თანამშრომლებს სხდომაზე დუმილი არ დაურღვევიათ.
პატიმრობას სპეცრაზმელების მიმართ პროკურატურა ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცაახალგაზრდა ბიჭი მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
- 9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
- უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
- ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.