კობახიძემ პირდაპირი დირექტივა მისცა პროკურატურას, რომ გამოძიება არ დაიწყონ ამ საკითხზე - იურისტი ალავიძის სკანდალურ განცხადებებზე
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალური განცხადებები შესახებ პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია, მიუხედავად იმის, რომ იურისტების ჯგუფმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როცა ყოფილმა მოსამართლემ სკანდალური ამბების შესახებ საჯაროდ პირველად მოყვა
ქრთამის შეთავაზება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა და მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა- მინიმუმ ეს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულები დაინახეს იურისტებმა, თუმცა როგორც დღეს გვიყვებიან, პროკურატურა 5 თვეა ამ მოთხოვნაზე დუმს.
მათ აქვთ ეჭვი, რომ ამ დუმილის მიზეზი კობახიძის გაცემული დირექტივაა.
მე როდესაც მოვიკითხე პროკურატურაში ეს საკითხი, მითხრეს, რომ ჩემი განცხადება გადაიგზავნა თბილისის რომელირაც რაიონულ განყოფილებას. მოვიკითხავ, საერთოდა დაიწყეს თუ არა გამოძიება. წესით სამოხელეო დანაშაულს უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყსო, თბილისის რომელიღაც რაიონს გაუგზავნეს გამოსაძიებლად. გამოძიება იწყება დანაშაულის ნიშნებზე, დანაშული კი არის იმდენი, რასაც ალავიძე საუბრობს, არის ამისი პირდაპირი თარიღები, დრო, ადგილი, მტკიცებულებები, მოწმეები, ყველაფერს ასახელებს და ამაზე გამოძიების არ დაწყება, არის, პირდაპირი გასაგებია რატომაც ხდება. კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ალავიძე იტყუება და ამიტომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ესეც აბსურდია. როგორ შეიძლება პრემიერმა დავალებას მისცეს პროკურორს , რომელიც არის დამოუკიდებელი, გასაგებია, ე.ი. კობახიძემ პირდაპირი დირექტივა მისცა პროკურატურას, რომ გამოძიება არ დაიწყონ ამ საკითხზე და ესეც არის სამართლის და კონსტიტუციის დარღვევა, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ახალი ჩანაწერების გამოქვეყნება დააანონსა. როგორც მან განაცხადა, ჩანაწერებში როგორც კლანის სასამართლოს, ასევე უსაფრთხოების თანამშრომლები ფიგურირებენ.