მარნეულის მეჩეთში ქადაგება აიათოლა ხამენეის მიუძღვნეს
მარნეულის იმამ ალის მეჩეთში ქადაგება აიათოლა ხამენეის მიუძღვნეს.
მედიის ცნობით, მეჩეთში განთავსებული იყო ხამეინის პოსტერი, ამასთან ერთად, დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმეს ასევე ჰქონდა აღმართული აიათოლა ალი ხამენეის პოსტერები.
- ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელა „იმამ ალის ფონდმა“, სამეწარმეო რეესტრში 2024 წელს დარეგისტირელმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფეისბუკის გვერდმა. ფონდის დირექტორი ამილ ხალილოვია.