რუსულმა ხელისუფლებამ დამაყადაღა - თათია მექვაბიშვილი

07.02.26 12:04
რუსულმა ხელისუფლებამ დამაყადაღა - თათია მექვაბიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, თათია მექვაბიშვილი ამბობს, რომ მისი ანგარიშები დააყადაღეს. მისი თქმით, ყველაფერი ერთი წლის წინანდელი ჯარიმის ქვითრის გამო მოხდა, რომელიც დათქმულ ვადებში გაასაჩივრა.

მექვაბიშვილი ამბობს, რომ არავინ დაკავშირებია და არ გაუფრთხილებია, რომ ჯარიმის თანხა იზრდებოდა. ქატივისტი ამ ყველაფერს დაშინების კამპანიად აფასებს. 

ერთ-ერთი ბანკის საშუალებით გავიგე, რომ ამ რუსულმა ხელისუფლებამ გამომიტანა განაჩენი და დამაყადაღა. ანუ არანაირი შეტყობინება ან ზარი ან წერილი არ ჩამბარებია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთი წლის წინანდელი ჯარიმის ქვითრის გამო, რომელიც დათქმულ ვადებში გავასაჩივრე, დავიცავი ყველა წესი და ველდოებოდი სასამართლოს. ახლა მასალებიდან ირკვევა, რომ თურმე ეს განიხილეს, მე ვითომ დამიკავშირდნენ, რაც არის ტყუილი. ეს არის ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად დააშინონ და არ გამოხატონ თავიანთი პოზიცია", - ამბობს თათია მექვაბიშვილი.