„იმედის“ ახალი მფლობელი კალაძის შტაბთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა
ათას ლარად გაყიდული ტელეკომპანია "იმედის" ახალი მფლობელი 2025 წლის სექტემბერში, კახა კალაძის შტაბთან დემონსტრანტების წინააღმდეგ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ამის მასახველი კადრები მედიაში ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ილია მიქელაიშვილი შტაბის მხარესაა, პოლიციელებით გარშემორტყმული და მარჯვენა ფეხს იქნევს დემონსტრანტების მიმართულებით.
როგორც "რადიო თავისუფლებას" ილია მიქელაიშვილი ეუბნება, რომ კალაძის შტაბში როგორც ლევან მაჭავარიანის ბავშვობის მეგობარი, ისე იყო მისული რამდენჯერმე, იმ დღეს კი, როცა დემონსტრანტებთან დაპირისპირება მოხდა, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო "იქითა მხრიდან წამოსული უწმაწური სიტყვების გამო."
ილია მიქელაიშვილს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ უარუყვია - ის ამბობს, რომ იმ მიმართულებით გინებამ, სადაც თავად იდგა, მისი ღირსება შეურაცხყო, უცენზურო სიტყვები საკუთარ თავზე მიიღო.