"არაბული პროექტი დიდ რისკებს შეიცავს" - თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს

07.02.26 15:54
"არაბული პროექტი დიდ რისკებს შეიცავს" - თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს

"ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" - ამ სახელწოდებით არაბული მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს. 

გარემოს დამცველები და ფინანსისტები დილიდან ერთობლივად მსჯელობენ, რა რისკებს შეიცავს უნიკალური ტყის მასივის გაჩეხვა და მის ნაცვლად ახალი კორპუსების ჩადგმა.  

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაფორმებული კონტრაქტი  გასაიდუმლოებულია. ფინანსისტები ამბობენ, რომ ასეთი გაუმჭირვალე გარიგებაც ცალკეე რისკების მატარებელია, რომ აღარაფერი ვთქვაეკოს-სტემის განადგურებაზე. 

სახელმწიფომ გადააფარა კონფიდენციალობის საფარი ამ ყველაფერს და სიბნელეში ჰყიდის ჩვენს მიწა-წყალს. ამ პროექტს აქვს ძალიან ბევრი სახის დიდი რისკები. ეს არის ეკოლოგიური, ფინანსური, ეკონომიკური, რეპუტაციული, სოციალური, დემოგრაფიული. ამ რისკებზე ძალიან ცოტა წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებას. შევიკრიბეთ რომ ვიმსჯელოთ და შევეცადოთ შევაფასოთ მწირი ინფორმაციის პირობებში. არამარტო შევაფასოთ, არამედ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მუშაობა გავაგრძელოთ", - ამბობს ფინანსისტი. 

კონფერენციას ესწრება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. მისი თქმით, პატრიარქი ამბობდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, სადაც არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, თბილისს ფილტვებივით სჭირდება. 

პატრიარქის უდიდესი სურვილი იყო, რომ ეს ტერიტორია დაცული ყოფილიყო და ჩვენ ფაქტობრივად იქ ვიყავით ტერიტორიის დარაჯები. პატრიარქი ამბობდა, რომ ეს თბილისს სჭირდება, როგორც ფილტვები. ამისი განადგურება, ფაქტობრივად თბილისის ფილტვების განადგურება იქნება", - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი. 

არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება და პირობების გასაჯაროებას ითხოვს.