გუშინ სასეირნოში გამარჯობის თქმის გამო აკრძალვა მივიღე - საბა სხვიტარიძე

07.02.26 16:34
გუშინ სასეირნოში გამარჯობის თქმის გამო აკრძალვა მივიღე - საბა სხვიტარიძე

გუშინ აკრძალვა მივიღე სასეირნოში გამარჯობის თქმის გამო - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე წერს.

რა სახის აკრძალვას დაუწესებენ, ეს ჯერ სინდისის პატიმარმა არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ დარეკვის უფლებას ჩამოართმევენ.

რა სახის აკრძალვაა ჯერ არ ვიცი, ვარაუდობ ზარებს ამიკრძალავენ და დარეკვის უფლებას ჩამომართმევენ, ამას გავიგებ ორშაბათიდან.
 ფაქტიურად სამარტოო საკანში ხმის ამოღება ამიკრძალეს, ვიმედოვნებ წიგნის ხმამაღლა წაკითხვასაც არ ამიკრძალავენ.
 ასე რომ დროებით, მალე თავისუფალ საქართველოში შევხვდებით.
 ბოლომდე!- წერს საბა სხვიტარიძე.