"ვითხოვთ წამალს შვილების გადასარჩენად" - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მარში თბილისში

07.02.26 17:43
"ვითხოვთ წამალს შვილების გადასარჩენად" - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მარში თბილისში

"ვითხოვთ წამალს შვილების გადასარჩენად" - ამ წუთებში, დედაქალაქის ცენტრში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მარში მიმდინარეობს.

მშობლები ითხოვენ პრეპარატს, რომელიც მათი შვილების სიცოცხლისთვის არის საჭირო.

პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეეები პირადად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ და სწორედ მისი ადმინისტრაციისკენ აპირებენ მსვლელობის გამართვას. 

დრო არ გავქვს... ორი თვის წინ ბატონი მინისტრი გამოვიდა და საუბარი ისურვა ისევ კამერების მიღმა, ორი თვის შემდეგაც კი რამდენიმე ბავშვი დამძიმდა. ანუ ხანგრძლივი დიალოგების დროც კი არ გვავქს. ამიტომ ეს აქციებიც ამას ემსახურება, რომ დავაჩქაროთ პროცესები. ის პროცესები, რომელიც არც კი დაწყბეულა ჯანდაცვის სამინისტროში. წამალი საფრთესაც კი აღარ წარმოადგენს, პირიქით, აღიარება აქვს ევროპის და ამერიკის. ჩვენი ბავშებისთვსი თოთოეულ დრეს აქვს მნიშვნელობა", - ამბობს მშობელი.