ბათუმში, მიტოვებული შენობიდან ცხრა უსახლკარო ოჯახი გამოასახლეს

08.02.26 11:57
ბათუმში, მიტოვებული შენობიდან ცხრა უსახლკარო ოჯახი გამოასახლეს

ბათუმში, დილის ექვს საათზე მიტოვებული შენობიდან ცხრა უსახლკარო ოჯახი გამოასახლეს.

ყველა მათგანი ამ დროისთვის თავშესაფარშია გადაყვანილი.

ბათუმის მერია, ამტკიცებს რომ შენობა ავარიული და ხალხის გამოსახლებაც ამ მიზეზით მოხდა.

უსახლკარო ოჯახები სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მიტოვებულ შენობაში დაახლოებით ორი წლის წინ შესახლდნენ. მათი თქმით, გამოსახლების პროცესის დაწყების შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ.

არიან მოხუცები, შშმ პირები, ბავშვები და მათი დილის 6 საათზე გამოყვანა, სხვა ფართში გადაყვანის მიზნით, ეს ფორმა ცოტა მიუღებელია. რამდენიმე ოჯახი დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ ხელისუფლებას მართლაც მოუწევს ფართების გამოყოფა ეკო მიგრანტებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელებისთვის, მრავალშვილიანებისთვის და სხვა სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის, რადგან ეს პრობლემა ჩვენს ქალაქში მასიურია- განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურაძემ.