[სინდისის პატიმრებს] დარეკვის უფლება აღუდგათ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ირაკლი ქერაშვილის და
სინდისის პატიმრებს დარეკვის უფლება აღუდგათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ქერაშვილის და წერს.
ქეთევან ქერაშვილის ინფორმაციით, მისმა ძმამ ციხიდან უკვე დაურეკა.
ასეთი ამბავია: დღეს დაგვირეკა ირაკლიმ და გაირკვა, რომ აღუდგათ დარეკვის უფლება.
გუშინ პენიტენციურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ არანაირი შეზღუდვა არ ქონდათ ბიჭებს, რაც იყო ტყუილი.
მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, (განსაკუთრებით ჟურნალისტებს) და ბიჭების მხარდაჭერისთვის, ხომ ხედავთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,- წერს ქერაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა მედიას უთხრა, რომ ირაკლი ქერაშვილს, გურამ მირცხულავას და თორნიკე გოშაძეს შეუზღუდეს ტელეფონის გამოყენება. ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ იგივე შეზღუდვა დაუწესეს კიდევ ერთ პატიმარს, რეზო კიკნაძეს.
აღნიშნულ ინფორმაციას გუშინვე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მედია დაადანაშაულა.