“თებერვლიდან შეზღუდულად დარეკავთო“- რეზო კიკნაძე ადასტურებს, რომ ციხეში ახალი შეზღუდვები მოქმედებს
შეზღუდვები სინდისის პატიმრებს - მათი უმეტესობა ოჯახის წევრებთან განმარტავს, რომ მ თებერვლიდან შეეზღუდათ სატელეფონო ზარები. ნაწილს აქვს უფლება მხოლოდ 3 სატელეფონო ზარით ისარგებლოს, ნაწილს კი უთხრეს, რომ მხოლოდ 10 დღეში ერთხელ შეეძლებათ ოჯახის წევრებს დაურეკონ.
რეზო კიკნაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც აღნიშნული შეზღუდვა შეეხო. სწორედ ის უყვება “პირველებს“ აღნიშნულის შესახებ.
სინდისის პატიმრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვები სადამსჯელო ღონისძიებას ემსახურება.
ასე თქვეს, თებერვლიდან შეზღუდულად დარეკავთ პოლიტპატიმრებიო, ზოგგან 3 დღეში ერთხელ, ზოგ კორპუსში 10 დღეში ერთხელო. ზოგადად ყოველდღე შეგეძლო დარეკვა და შეგიძლია, თუკი ლიმიტი გაქვს შემორჩენილი, ისე პატიმარს, რომ მშობელთან და შვილთან დარეკვას აუკრძალავ, ხომ ხარ ყოველგვარი უწმაწური სიტყვის კადრების ღირსი, რაც კი არსებობს. ჩათვალეთ, ყველა გაკადრეთ კიდევაც, ვის თავშიც ამ საცოდაობის იდეა დაიბადა და ამ მარაზმში მონაწილეობას იღებს. პოლიტპატიმრებად თავადვე გვაღიარებენ უკვე ხო?,- ამბობს სინდისის პატიმარი.