“მადლობა რეჟიმის ტყვეებს, ისტორიული ბრძოლისთვის“ - პატიმრების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

08.02.26 14:07
“მადლობა რეჟიმის ტყვეებს, ისტორიული ბრძოლისთვის“ - პატიმრების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

“მადლობა რეჟიმის ტყვეებს, ისტორიული ბრძოლისთვის“  - მონუმენტთან ,,საქართველოს მატიანე" აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია და ექიმი გიორგი ახობაძე.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ მონუმენტთან სიმბოლურად საქართველოს დროშა გაშალეს.

დღევანდელი შეკრების მიზეზია, ჩვენ ბიჭებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ისინი მხნედ არიან და  ჩვენც უნდა გავძლიერდეთ. სოლიდარობის ნიშანდ შევიკრიბეთ. რაც შეეხება შეზღუდვებს, ზვიადს არ შეხებია. მათი მიზანია, რეჟიმმა უფრო გააგრძელოს არსებობა, რადგან უკვე დღეები აქვთ დათვლილი, დიდხანს ვერ იარსებებს, რაც არ უნდა გაიხანგრძლივოს დღეები, თუ თვეები, რეჟიმი მალე ჩამოიშლება, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის დედამ.