რა მოხდა ტყიბულის “მეშახტეში“? - კლუბის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
რა მოხდა საფეხბურთო კლუბ ტყიბულის “მეშახტეში“ - “პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ კლუბის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.
მიუხედავად არაერთი წარმატებისა, რომელიც ლევან ჯაფარიძემ გუნდს მოუტანა, ის “მეშახტეს“ აღარ უხელმძღვანელებს.
ჯაფარიძე ის კაცია, ვინც აქციაზე ღიად დაუპირისპირდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და სასწავლებლის თსუ-სთან გაერთიანება გააპროტესტა.
ჯაფარიძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე სამშაბათს ილაპარაკებს.
ჯერ ერთი 2 დღე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უნდა წავიდე, ხალხს დაველაპარაკო, დავემშვიდობო და ა.შ. ვერ გაგცემთ პასუხს, ვერაფერზე, - უთხრა “პირველებს“ ჯაფარიძემ.