"დადგება ის ნანატრი დრო, როცა საქართველო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს" - ნინო კასრაძე

08.02.26 18:44
"დადგება ის ნანატრი დრო, როცა საქართველო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს" - ნინო კასრაძე

თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გამართულ დღევანდელ ფორუმზე სიტყვით მსახიობი, ნინო კასრაძე გამოვიდა. 

  • შეხვედრის ინიციატორი "თავისუფლების მოედანი" და  საზოგადოებრივი ასამბლეა იყო.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ერთ დღეს დადგება ის ნანატრი დრო, როცა საქართველო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას და ამაზე საუბარი დღესვე უნდა დაიწყოს. 

იმ პირობით თუ დავუშვით, რომ ეს ხელისუფლება წავა, დადგება ის ნანატრი დრო, საქართველოს დრო, როცა საქართველო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს," - თქვა ნინო კასრაძემ.