დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტს ითხოვენ

08.02.26 21:21
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტს ითხოვენ

კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების მშობლებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული. თითქმის ერთი წელია ე.წ. პაციენტები დიუშენის დაავადების სამკურნალო პრეპარატს ითხოვენ, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ჯანდაცვის სამინისტრო არ დგამს. უყურადღებობის გამო მშობლები 2 თვეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და იგივე მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქციაც გამართეს.

კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მიხეილ სარჯველაძესთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან მინისტრი დროს ითხოვს, თუმცა დრო ბავშვებისთვის არ არსებობს, რადგან აღნიშნული დაავადება სწრაფად პროგრესირებს რის გამოც, შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოზარდმა სიარული შეწყვიტოს. ამიტომ მშობლებს პროტესტის გარდა სხვა ბერკეტი აღარ დარჩათ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით გამოიხატება და სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი 3000 ბიჭიდან ერთს ემართება. ასეთი პაციენტი კი საქართველოში დაახლოებით 100 ბავშვია მათთვის ეფექტური წამლის მიწოდებაზე კი ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს, არადა დრო ცოტაა, იქამდე სანამ დაავადების კონტროლი შესაძლებელია. მშობლებისთვის კი ასეთი თითოეული გაფლანგული დღე ყოველწუთიერ ბრძოლას უდრის.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში