საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა

31.08.26 21:49
საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა

პატიმრობიდან გათავისუფლებული, საბა ჯიქია საკრებულოსთან აქციას შეუერთდა. კადრებს "პუბლიკა" ავრცელებს. 

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას  წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 

საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

[ფოტო: "პუბლიკა"]