სინდისის პატიმრები ახალ შეზღუდვებზე საუბრობენ
ახალი შეზღუდვები სინდისის პატიმრებს - რეჟიმის ტყვეებს ოჯახის წევრებთან ყოველდღიურად დარეკვის უფლება ჩამოართეს, ამ ინფორმაციას რეზო კიკნაძე ავრცელებს და "პირველებს" უყვება, რომ ეს შეზღუდვა თებერვლიდან ამოქმედდა. სინდისის პატიმრის ცნობით, გლდანის ციხის სხვადასხვა კორპუსში სხვადასხვა წესებია, ნაწილს სამ დღეში ერთხელ დარეკვის უფლება აქვს, მეორე ნაწილს ათ დღეში ერთხელ, უცნობია რას უკავშირდება ეს შეზღუდვები.
ოფიციალურ განცხადებაში პენიტენციური სამსახური წერს, რომ პატიმრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გარდა ზარების შემცირებისა დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს საკანი შეუცვალეს. პენიტენციური დაწესებულება ამ დრომდე არ განმარტავს რა არის ამის მიზეზი.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გამარჯობის თქმის გამო დასაჯეს სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძეც, ამის შესახებ რეჟიმის ტყვე, ყველაზე მკაცრი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
1 წელზე მეტია სინდისის პატიმრები რეჟიმის ტყვეობაში არიან, ახალგაზრდების ნაცვლად კი ქუჩაში პენსიონერი დედები იბრძვიან, მშობლები ფიქრობენ რომ ამჯერადაც სისტემა მათი შვილების გაჩუმებას ცდილობს, ივანიშვილის გუნდს აღარ უნდა, რომ პატიმრების სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს.
რა შეზღუდვები ამოქმედდება სინდისის პატიმრების წინააღმდეგ?