"ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის" - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში აქცია მიმდინარეობს

08.02.26 20:20
"ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის" - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში აქცია მიმდინარეობს

"ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

  • ცნობისთვის, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 108 წელი გავიდა.

ადგილზე მისული პროფესორ-მასწავლებელი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებაზე.

აქციაზე შეკრებილმა პროფესორებმა კოლეგებსა და სტუდენტებს მიმართეს.

ახალგაზრდებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს ჩვენ, სწორედ ამ უნივერსიტეტს, თუ ეს მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, როგორ შეიძლება მოხდეს, როგორ დაუშვებს უფალი, რომ დიდი ივანეს დაარსებულ უნივერსიტეტში, მისივე კათედრის წარმომადგენელი რექტორად და სწორედ ამ დროს მას შეეცვალოს მდგომარეობა სამართლებრივი, ორგანიზაციული. დიახ, ეს იქნება ერთგვარი ლიკვიდაციის ტოლფასი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქუდზე კაცი უნდა იყოს, შვილები აქ უნდა იყოთ, მარტო ჩვენ არა, მაგრამ უპირველესად პროფესორები უნდა იყოთ აქ, არავისთვის არ არის ადვილი, ეს არის დრო, როცა ჩვენ ან უნდა ვთქვათ რას წარმოვადგენთ, ან ისინი შეგვიქმნიან დღის წესრიგს, როგორც აქამდე გვიქმნიან," - თქვა თსუ-ს პროფესორმა, ცირა ბარამიძემ. 

საპროტესტო აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.