სამოქალაქო ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ - ექსპო ჯორჯიაში დღეს ფორუმი - "საქართველოს გულისთვის" გაიმართა

08.02.26 21:13
სამოქალაქო ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ - ექსპო ჯორჯიაში დღეს ფორუმი - "საქართველოს გულისთვის" გაიმართა

პარტია "თავისუფლების მოედანი" და "საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა" დღეს საგანგებოდ ახალი სამოქალაქო პროცესისთვის გაერთიანდა. ერთობა არა მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ საერთო მიზნისთვის - ესაა მთავარი გზავნილი, რომელიც დღევანდელ ფორუმზე გახმოვანდა. უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები, ფიქრობენ რომ ბრძოლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს - დაიგეგმოს რა არის საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის, პროცესში კი ყველა უნდა ჩაერთოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დღეს ბევრი ჰქონდათ სათქმელი ფორუმის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. მოუსმინეთ ხალხს, და მათ რეალურ დაკვეთას. უნდა დამთავრდეს ბელადომანია და ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს - ეს იყო დღეს ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის სათქმელი. 

ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტში მყოფი ხალხი თანხმდება, რომ ბრძოლის გაგრძელების მთავარი კომპონენტი რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა. მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ადამიანების უფლებების დაცვა - ქვეყანაში კი სადაც დემოკრატიის მწვავე კრიზისია, ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე საზოგადოების ერთობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

[ფოტო: "ნეტგაზეთი"]