ახალციხეში, მეხუთე სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა - მედია
ახალციხეში, მეხუთე სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა, ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. მათი თქმით, მომხდარი 112-ში დაუდასტურეს.
ბავშვი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
თვითმხილველების თქმით, ბავშვს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი.