რაბათში დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
რაბათის ციხეში, სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს" | წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში.