ბათუმელი მედროშე: სრულ შიმშილობაზე ვარ

09.02.26 12:12
ბათუმელი მედროშე: სრულ შიმშილობაზე ვარ

ბათუმელი მედროშე, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობას განაგრძობს. როგორც ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა, ის გასული კვირიდან "სრულ შიმშილობაზე" გადავიდა. 

მოქალაქე ამ ფორმით, "ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ პოლიტიკას" აპროტესტებს. 

"სამშაბათიდან ვარ გადასული სრულ შიმშილობაზე. მაშინ გონება დავკარგე და გადავედი არასრულზე, ახლა კი ისევ სრულ შიმშილობაზე ვარ". განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.~

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში ჰაბიტისკოპირი ექსოერტი, ეთერ რაზმაძე იკითხება. 

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.