ადვოკატი: გიორგი ქორქია ფიზიკურად ვერ გადაადგილდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 14 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესს არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, გიორგი ქორქია. ადვოკატის ინფორმაციით, ქორქია სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება.
„როგორც ვიცი, ფეხი სტკიოდა, ასევე იტკივებდა ზურგს... ვერ გადაადგილდება ფიზიკურად“, - თქვაადვოკატმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში ჰაბიტისკოპირი ექსოერტი, ეთერ რაზმაძე იკითხება.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.