სააპელაციო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში რუსი აქტივისტის, ანტონ ჩეჩინის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხლავს, რომელსაც ნინო ჩახნაშვილი ხელმძღვანელობს.
ჩეჩინს პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ანტონ ჩეჩინი დამნაშავეა.
სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარვსდგებით, დასკვნით სიტყვაში გაერთიანებულია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა, გამყარებული უნდა იყოს ნეიტრალური მტკიცებულებით, თუ ნეიტრალური მტკიცებულება არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში, ამ შემთხვევაში, ბრალდებულს არ რჩება რაიმე სახის ბერკეტი იმისთვის, რომ დაამტკიცოს უდანაშაულობა. საგამოძიებო უწყებას ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულება, როგორც პირადი ჩხრეკისას, ასევე მისი დასრულებისას, რაც არ გააკეთა, ამიტომ მნიშნელოვანია, სასამართლომ გაიზიაროს ჩვენი პოზიცია და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.