ტყიბულის შახტში მუშა დაიღუპა

09.02.26 13:31
ტყიბულის შახტში მუშა დაიღუპა

ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში, მაღაროელი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა „მაღაროელი“ გაავრცელა.

მათი ცნობით, სავარაუდოდ, დაღუპულია შახტში დასაქმებული.