შსს-ს ჰაბიტისკოპიური ექსეპრტი: პედაგოგიური მაქვს დამთავრებული
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბერ განვითარებულ მოვლენებთან დაკავდირებით, 14 პირის საქმე მიმდინარეობს, იკითხებიან შსს-ს ჰაბიტისკოპიური ექსეპრტები.
როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა ეთერ რაზმაძემ განაცხადა, მან 14 ბრალდებულიდან, ორის, ლევან ჯიქიას და გიორგი რურუას იდენტიფიცირება მოახდინა.
მისი განმარტებით, როგორც ბაზაში არსებული ფოტოთი, ისე კვლევისთვის წარმოდგენილი ვიდეოში ერთი და იგივე პირივნებები დააფიქსირდა.
ადვოკატის კითხვაზე, რა პროფესიის იყო, მან უპასუხა:
"პედაგოგიური მაქვს დამთავრებული“.
ადვოკატი კვლავ ჩაეკითხა, ჰაბიტისკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით რა განათლება ჰქონდა მიღებული, რაზედაც რაზმაძემ განაცხადა:
გავიარე 6 თვიანი სტაჟურება, ტრენინგიც ჩამიტარდა შემდეგ დავიწყე ექსპერტიზა. 2 წელია ვმუშაობ. 6 თვე გავდიოდი სტაჟირებას, ანუ ვსწავლობდი პროგრამებს...მაქვს სერთიფიკატი.