კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლებს დღესაც არ შეხვდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია დღესაც გამართეს.
მშობლები ითხოვენ პასუხს, როდის შეხვდება მათ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
მშობლებს დღეს ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ დაუკავშირედებიან, ადგილი ჰქონდა მცირე დაძაბულობასაც, რადგან კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა განცხადება კანცელარიაში სამჯერ დატოვეს.
მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აჭიანურებს სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის პროცესს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას.
არსებობს სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც დაავადების პროგრესირებას მნიშვნელოვნად აჩერებს. თუმცა, წამალი ძვირადღირებულია და მშობლებს მისი შეძენა არ შეუძლიათ.