გელათის ტაძრის უხარისხოდ გადამხურავ კომპანიას 53 ათასი ლარი გადაუხადეს

26.03.21 18:33
გელათის ტაძრის უხარისხოდ გადამხურავ კომპანიას 53 ათასი ლარი გადაუხადეს

შპს,,ბაგინეთს", რომელმაც 2020 წლის ნოემბერში გელათის ტაძარი უხარისხოდ გადახურა და ამის მიზეზად უნიკალური ფრესკები დაზიანდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელშეკრულება ხელმეორედ გაუფორმა - აღნიშნულ ინფორმაციას კორუფციის მკვლევართა ჯგუფი ,,ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,  ბრეზენტით გადამხურავი შპს “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელია, რომლის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოც გახდა საჭირო ტაძრის მეორედ გადახურვა. ,,ბაგინეთმა" გელათის ბრეზენტით გადახურვაში 53 ათასი ლარი მიიღო, საინტერესოა ისიც, რომ  “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, რომელიც, თავის მხრივ, არის გელათის გადახურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტის შემდგენი კომპანიის ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

მკვლევარები აცხადებენ, რომ  ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია გელათში წყლის ჩასვლა, მისი გადახურვის შემდგომ და იყო ეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების, თუ საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის მიზეზით. 

 საყურადღებოა, რატომ გაუფორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელახალი ხელშეკრულება ,,ბაგინეთი +'- ს, მაშინ, როდესაც მისი მფლობელი შესაძლოა, თავად იყო დამნაშავე თავის დროზე გადახურვის სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში? - კითხულობენ მკვლევარები.