"ლაშა ჯუღელმა [მოწმე პოლიციელმა] იცრუა" - ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკითხული მოწმე პოლიციელის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე 15 პირი ფიზიკურად გაუსწორდა, უფლებადამცველი, ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ ლაშა ჯუღელმა [მოწმე პოლიციელმა] იცრუა.
ადვოკატის განმარტებით, ლაშა ჯუღელმა სასამართლოს არათანმიმდევრული ჩვენება მისცა. მისი თქმით, პოლიციელი ამტკიცებდა, რომ დაზიანება მიიღო თავის არეში და სისხლი სდიოდა, თუმცა ადვოკატის კითხვაზე მიმართა თუ არა საავადმყოფოს, პოლიციელმა განაცხადა, რომ არა.
ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ აღნიშნული მოწმე პოლიციელის ჟილეტი გამოძიებამ თვენახევრის შემდეგ ამოიღო.
მან ჩვენება მისცა და დააფიქსირა სასამართლო პროცესზე, რომ თითქოს ის წაქცეული იყო და წაქცეულზე 15 ადმიანი ურტყამდა, ასეთი ასეთი ვიდეო დათვალიერების დროს აღნიშნულ ფაქტს არ აქვს ადგილი. ლაშა ჯუღელმა იცრუა და კიდევ გეუბნებით, არათანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს.
ყველაზე ძლიერი ტკივილი მიიღო თავის არეში, სისხლი მდიოდა თავიდანო და კითხვაზე: მიმართა თუ არა საავადმყოფოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ არა. ჟილეტის ამოღებაც მოხდა გამოძიების მიერ დაახლოებით თვენახევრის მერე.
კითხვაზე: როგორ ამოიცნო გური ჟვანია - ფოტო მასალით ამოიცნო, ვიდეო-დათვალიერება მოხდა და ვისთან ერთად მოხდა, რომელ გამომძიებელთან, აღნიშნა, რომ "თქვენ არ უყურებთ ტელევიზორს?" და როდესაც სხვა შეკითხვა დაუსვა ადვოკატმა უთხრა, რომ ტელევიზორსა საერთოდ არ უყურებს," - განაცხადა ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
ცნობისთვი, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე პოლიციელი, ლაშა ჯუღელი დაიკითხა.
მოწმე პოლიციელი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მასზე ფიზიკურად 15-მდე პირი ძალადობდა, მათ შორის ამოიცნო ბრალდებული გური ჟვანია.