კრიმინალური ანგარიშსწორება ისრაელში - მოკლულია ქართული მაფიის ბოსი
მოკლულია ქართული მაფიის ბოსი - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ისრაელში, ავტომობილში, ჩაცხრილეს.
პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს.
სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალურ შურისძიებას განუხილავს.
არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვადაციის მცდელობასთან.