როგორ მოქმედებდა მკვლელობის დღეს და რა მითითება ჰქონდა ჯანგველაძისგან გია ჩადუნელს - მძღოლის ჩვენება სასამართლოში
ლევან ჯანგველაძის მძღოლი დღეს საქალაქო სასამართლოში იკითხებოდა - პროცესზე მისულ გია ჩადუნელს მოუწია ეთქვა, რომ მკვლელობის საბედისწერო დღეს მან საკუთარი ინსტრუქციებით იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჯანგველაძემ ის გააფრთილაა, რომ მანქანა არ დაეტოვებია, მანქანიდან მაინც გადმოვიდა, პანაშვიდზე ავიდა, როგორც თავად თქვა პერიმეტრის შესამოწმებლად. ეს გამოძიებისთვის სიახლე იყო, რადგან როგორც აღმოჩნდა, ჩადუნელს ამის შესახებ სასამართლომდე არ უსაუბრია.
ჩადუნელის თქმით, ტელეფონის გარდა, ჯანგველაძესთან რაციით ჰქონდა კომუნიკაცია.
პროკურორის კითხვაზე, რატომ ესროლა უძილაურმა მას და არა ჯანგველაძის თანმხლებ პირს, კახაბერ ძანძავას, მოწმემ უპასუხა, რომ სავარაუდოდ, უძიალურისთვის მისი ვინაობა ცნობილი იყო. მოწმის მიმართ კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ განახორციელა საბედისწერო დღეს საპასუხო გასროლა.
გია ჩადუნელთან სხდომის დასრულების შემდეგ კითვები ჰქონდა "პირველბსაც" თუმცა მან ჟურნალისტის არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რატომ მოქმედებდა საკუთარი ინსტრუქციებით იმ დღეს, როდესაც "კანონიერი ქურდის" ძმა ჭავჭავაძეზე ჩაცხრილეს.
აღმოჩნდა, რომ ბატონი მოწმე შემთხვევის ადგილას მოქმედებდა საკუთარი ინსტრუქციებით. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილს მისთვის მითითებული ჰქონდა, რომ არ დაეტოვებია მანქანით ტერიტორია, ამის მიუხედავად მას საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული გარკვეული ფუნქციები, რაც მან დააკავშირა დაცვის განხორციელებასთან. ამ მოძრაობებმა მისი მხრიდან პირიქით, დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა დარბაზში მყოფი პირებისთვის", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ მიქაძეების ადვოკატმა.
მოწმე ჩადუნელმა დღეს სასამართლოს ასევე უამბო ოთარ ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის საქართველოში ორი შეხვედრის შესახებაც.
საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მოწმემ დაადასტურა, რომ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირება ნამდვილად ჰქონდა.
რაც მოტივი არის ამ საქმის, რომ დაპირისპირება ჰქონდათ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძესთან, ეს ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმემ. ასევე ის, რომ ფარცხალაძეს და ჯანგველაძეს ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრა და რომ ბოლო შეხვედრიდან ლევან ჯანგველაძე გამოვიდა უსიამოვნო მდგომარეობაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
დღეს სასამართლოს ეზოში იყვნენ, როგორც მოკლული ლევან ჯანგველაძის, ისე მიქაძეების მხარდამჭერებიც. რამდენიმეჯერ ისინი სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.