16 წლის მოზარდის საქმე - ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს
16 წლის არასრულწლოვნის საქმეზე მიმდინარე გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. საქმე საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც „შაბათის ეთერში“ ვიდეოჩანაწერი გასაჯაროვდა. ბრალდებული პოლიციელი ლუკა ხურცილავა დაკავებულია.
პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელ პირთა წრე გაფართოვდეს. ოფიციალური უწყებების მხრიდან დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პოლიციელის ძმა, ნიკოლოზ ხურცილავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მისი სახელი წარსულში სხვა საქმეშიც ფიგურირებდა, სადაც სასამართლო პროცესზე ჩვენება ჰქონდა მიცემული.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.