ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვა

28.10.26 13:25
ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვა

მურთაზ ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა. 

შესაბამისი განცხადება დაკავებულის ადვოკატმა და ცოლმა მაია მუმლაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ვინაიდან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, გამოდის, რომ მან ბრალად შერაცხული რაც ჰქონდა, ის აღიარა. მურთაზი [ზოდელავა] თავის გადაწყვეტილების მოტივთან დაკავშირებით, მას შემდეგ გააკეთებს კომენტარს, როდესაც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.

მე, როგორც მისი ოჯახის წევრს, მიხარია ის, რომ ის მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ყველა ასეთი უკანო პატიმარი, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არიან მართლები, მალე დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას"- განაცხადა იურისტმა.

მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ.

ბრალის აღიარების საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდადებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ.

 

მსგავსი სიახლეები