მორგოშია ასახელებს ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებს, რომლებიც ნიკო კვარაცხელიას საქმეზე უნდა გამოიკითხოს
კოკა მორგოშია სკანდალური ვიდეო-მიმართვის გავრცელების შემდეგ, "პირველებთან" იმ ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე უნდა გამოიკითხონ.
"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკორორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც მისი მტკიცებით, მკვლელობის დამკვეთად დასახელებული ძმები - დავით და გურამ კაკულიები ქვეყანაში შემოუშვა, ამას მაშინდელი სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდა.
მორგოშია ამბობს, რომ გამოსაკითხია, როგორც ფარცხალაძე, ისე გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე ყოფილი პროკუორები - გიორგი გაბიტაშვილი და ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთთა მინისტრის ყოფილი მოაგილე, შალვა ბედოიძე.
"ტვ პირველთან" მორგოშია ახსენებს საქმის პროკურორს გია შაიშმელაშვილსაც.
"ოცნების" პროკურატურა იყო სრულად ოთარ ფარცხალაძის "ზავიდენია". სიბინძურეების თავი ფარცხალაძე და მისი გარემოცვაა, მაგრამ, რადგან პარტნიორები იყვნენ ყველაფერში, თავისთავად ცხადია, რომ ფარცხალაძე ლილუაშვილის გარეშე ამ უბედურებებს ვერ დაატრიალებდა.
ამ საქმეზე მინიმუმ გამოსაკითხი მარტო ლილუაშვილი და ფარცხალაძე კი არ არის, ბედოიძეც გამოსაკითხია, გაბიტაშვილიც გამოსაკითხია, შოთაძეც გამოსაკითხია და (გია) შაიშმელაშვილი (საქმის პროკურორი) საერთოდ კოცონზეა დასაწვავი", -ამბობს კოკა მორგოშია.
- მორგოშიას მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძის გარემოცვამ მიაწოდა არასწორი ინფორმაციას ძმებ კაკულიებს იმის შესახებ, რომ მათი მამის მკვლელობაში ნიკო კვარაცხელიას მამის, "კანონიერი ქურდის" გია კვარაცხელიას ხელი ურევია.
კოკა მორგოშია ასევე საუბრობს ლევან კაჭარავას - იგივე"ტილიკას", ლევან ჯანგველაძის და ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობებზე და ამბობს, მტკიცებით, ყველა ამ საქმის უკან ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დგას.
"ალტ ინფოს" დამფუძნებლის თქმით, რაც მოხდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში, იგივე ხელწერაა ყველა დანარჩენ საქმეშიც.
მთავარი არის ის, რომ ასევე ლევან კაჭარავაც მათ მოკლეს და ზუსტად მათივე პიარ-ტექნოლოგიებით დააბრალეს გია კვარაცხელიას ოჯახს, რომელსაც არანაირი წვლილი ლევან კაჭარავას განზრახ მკვლელობაში არ ჰქონდა. მშვენივრად იცის ძალოვანმა სტრუქტურებმა ლევან კაჭარავას მანქანა ვინ ჩაუყენა. მის სახლთან და ოფისთან კამერები ვინ დაააყენა მიქაძის გარემოცვიდან და ფარცხალაძის. აბსოლუტურად ყველაფერი იციან. რაც მოხდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში იგივე ხელწერაა ყველა ამ საქმეში. თითქმის ყველა ერთი გამომძიებელ-პროკურორი და სქემა აქვთ ერთი და იგივე - მტკიცებულებების გაქრობა, დაშინება და სხვა და სხვა. დღეს მე ჩემს ლაივში ასევე ნემსიწვერიძის საკითხიც ვახსენე, რომელიც ასევე მოკლეს და მერე იარაღი ხელზე დაკიდეს, თითქოს თავს დაესხა რაღაცა ჯიხურს. ეს მათი სქემაა. ყველა საქმე ჩემი აზრით გამოძიებული იქნება , ყველა ბრალი იქნება საჯაროდ წაყენებული ამ დაჯგუფებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ნიკოს მკვლელობის საქმეც ბოლომდე გაიხსნება - ბოლომდე ვგულისხმობ, რომ მფარველებსაც დასჯიან. ასევე ლევან კაჭარავას, "ტილიკას" საქმე, ნემსიწვერიძის, სხვა და სხვა", - ამბობს კოკა მორგოშია.
- ცნობისთვის, კოკა მორგოშია, თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
- მორგოშია ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე მიცემული ჩვენების გამო, მასზე გაბრაზდა და მისი ლიკვიდაციის გეგმას, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში განიხილავდა.