"ვწუხვარ იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც მივლენ და (ახალ) თეატრში ითამაშებენ" - ბესო სოლომონაშვილი

21.02.26 11:33
"ვწუხვარ იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც მივლენ და (ახალ) თეატრში ითამაშებენ" - ბესო სოლომონაშვილი

მწერალი და რეჟისორი, ბესო სოლომონაშვილი მსახიობების ნაწილის "ახალი თეატრიდან" წამოსვლას "პირველებთან" ეხმაურება. ხელოვანი ამბობს, რომ თეატრი ტვინების გარეშე რჩება -  "უტვინო ქვეყანა არავის არ უნდა".

სოლომონაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც მსახიობები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ თეატრს და მას შემდეგ რაც ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ფასადიდან ჩამოხსნეს, წუხს იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც მივლენ და (ახალ) თეატრში ითამაშებენ.

როდესაც ინტელექტუალური ძალა ტოვებს იმ ადგილს, სადაც ისინი ქმნიდნენ ინტელექტუალურ პროდუქტს, ეს არის ის შედეგი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს განადგურებამდე. როდესაც კახა კინწურაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ეკა დემეტრაძე, გივიკო ბარათაშვილი არ იქნებაინ თეატრში, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო დაკარგავს ტვინს და უტვინო ქვეყანა არავის არ უნდა.  უბრალოდ ვწუხვარ იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც მივლენ და იმ თეატრში ითამაშებენ"- აცხადებს ბესო სოლომონაშვილი.

ახალ თეატრს, საიდანაც სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, მსახიობები ტოვებენ.

ამ დროის მონაცემებით, თეატრი დატოვეს კახა კინწურაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, დავით ბეშიტაიშვილმა და გივიკო ბარათაშვილმა. 

ასევე ცოტა ხნის წინ "პირველებს" მსახიობმა ტასო ჭანტურაიამაც დაუდასტურა, რომ თეატრი დატოვა.