საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - დაკავებული ბიზნესმენი ირწმუნება, რომ "სრული პროდუქცია დაზიანებული არ იყო"

21.02.26 11:57
საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - დაკავებული ბიზნესმენი ირწმუნება, რომ "სრული პროდუქცია დაზიანებული არ იყო"

საშიში საკვები ჯარისა და პოლიციისთვის - დაკავებული ბიზნესმენი, ივანე გოგლიძე ბრალს არ აღიარებს. საკუთარ სასამართლო პროცესზე განსასჯელის სკამიდან ივანე გოგლიძე ამტკიცებდა, რომ შოკისმომგვრელი კადრები მის საწარმოში რემონტის დროს გადაიღეს.  „ბატონოს” და "კულას" ხელმძღვანელი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ის უდანაშალოა და თავისუფლებას ნახევარ მილიონ ლარად ითხოვდა, თუმცა ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. 

როგორც დაკავებული ბზინესმენის ადვოკატი, კახა წერეთელი "პირველებთან" ირწმუნება, პროდუქცი ექსპერტიზას აგდიოდა და ისე შედიოდა თავდაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსი.

უფლებადამცველს აინტერესებს, თუ ასეთი მომწამვლელი იყო პროდუქტი, რატომ არ დაფიქისირებულა მოწამვლის ფაქტები.

კახა წერეთელის და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ასევე გაუგებარია გამოძიების ვერსია, რომ კონსერვების ქილებს  შეეძლოთ ექსპერტების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება და ამ მოტივით ექსპერტიზის არჩატარება.

ერთ რამეში არის დარწმუნებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომ გამოძების შედეგად აუცილებლად დადგინდება, რომ არანაირი სრული პროდუქცია დაზიანებული არ იყო - ამბობს ადვოკატი. 

პროკურატურამ მოითხოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. ჩვენ რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ, ვინაიდან ობიექტურად არ იყო ამის საფუძველი. ახლა მტკიცება იმისა, რომ ივანე გოგლიძე, რომელიც უამრავ შეხვედრაზე ისედაც დადის უცხოეთში, სადაც საქართველოს სახელის გატანის და პროდუქციის რეკლამირების მეტს არაფერს აკეთებს, ბუნებრივია ეს ვიზიტები ჰქონდა და ამის წარმოჩენა დანაშაულებრივ კავშირებად უცხოეთში არ იყო სწორი. რისკების დასაზღვევად ჩვენ შევთავაზეთ სასამართოს გირაო 500 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა ეს მოთოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. წარდგენილ ბრალდებასთან პოზიცია არის ძალიან მარტივი - შესაძლებელია იყო ცალკეული დაზიანებული პროდუქცია, გამოსაკვლევია რამ გამოიწვაი და რა პირობებში ინახებოდა. ის რომ მთელი პროდუქცია იყო დაზიანებული, როგორც ეს იყო წარმოჩენილი, ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება. ერთ რამეში არის დარწმუნებული, რომ გამოძების შედეგად აუცილებლად დადგინდება, რომ არანაირი სრული პროდუქცია დაზიანებული არ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი, დაზიანებული პროდუქტი იცვლებოდა და ისიც არ არის წარდგენილი, სად და რა ვითარებაში მიიღო პროდუქტმა ეს დაზიანება. 

პარტია რა თქმა უნდა, წინასწარ გადიოდა შემოწმებას, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და მიდიოდა ამ სამსახურებში და მთავარი შემოწმება და მთავრი ინდიკატორი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მოცულობის პროდუქციის ათვისების პირობებში, ერთი მოწამვლის ფაქტი თუ მაინც დაფიქსირდა? მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის. ხელყუმბარებზეც კი ტარდება ექსპერტიზები და კონსერვების ქილებს თუ შეეძლოთ მთელი შენობის დაზიანება და ექპსერტების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება და ამ მოტივით ექსპერტიზის არჩატარება, ეს ჩვენთვის გაუგებარია", - აცხადებს დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი.  

ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

  • შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ფალსიფიცირებული და საფრთხის შემცველი საკვებით კვებავდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი,  საკვები რომელსაც ჯარს და პოლიციას აწვდიდნენ უვარგისი იყო. 

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო რომ ექსპერტიზაც კი ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.