"არა ნარკოტიკების ჩადებას" - 2 მარტს პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია ჩაინიშნა
"არა ნარკოტიკების ჩადებას" - პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია ჩაინიშნა.
2 მარტს 13:00 საათზე, ქვეყნის მთავარ საგამოძიებო სამსახურთან ის ადამიანები აპირებენ შეკრებას, რომლებიც ამბობენ რომ ქვეყანაში მავნე პრაქტიკა მოქმედებს და შურისძიების გამო ადამიანებს აკრძალული მეთოდებით უცხადებენ ბრძოლას.
აქციის მონაწილეებს შორის იქნებიან სინდისის ყოფილი პატიმრებიც, ვისაც თავის დროზე სწორედ ამ ბრალდებით ასამართლებდნენ.
მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ბევრჯერ ქონია ადგილი და გვახსოვს საქართველოს წარსულიდან, მაშინ როდესაც მეც გადავეყარე ამ ფაქტს, თითქოს არ ვიჯერებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის ის რეალობა, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ნებისმიერ მოქალაქეს. აქ არ არის საუბარი მარტო ნარკოტიკზე. ჩვენ ვსაუბრობთ ცილისწამებაზე, ტყუილზე, რომელიც ნებისმიერ დროს სისტემურად შეიძლება მმართველმა გუნდმა შეუთითხნოს ნებისმიერ მოქალაქეს. ამიტომ 2 მარტს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ადამიანებს, რომ იყვნენ ფხიზლად და ფრთხილად", - ამბობს ნიკა კაცია.