სავარაუდო თვალთვალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე - რას უყვება "პირველებს" ენმ-ს წევრი

21.02.26 12:22
სავარაუდო თვალთვალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე - რას უყვება "პირველებს" ენმ-ს წევრი

სავარაუდო თვალთვალი ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს რომ მის სახლთან უცნობი პირები მორიგეობენ და ჩასაფრებებს აწყობენ. მიშა ბოლქვაძის ინფორმაციით, მას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ის ავტომობილებიც, რომლებიც მის სახლთან მონაცვლეობით ჩერდებიან.

ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ამ ფორმით მისი დაშინება სურთ იმის გამო, რომ ღიად უპირისპირდება "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლების საქმიანობას ბათუმში. 

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეპრესიები მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა შეუთვალეს რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

"ოცნების" ხელისუფლებისგან არ არის ახალი, რომ დევნიან განსხვავებულ აზრს - როგროც ოპოზიციის წევრებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს შემთხევავშიც ყველა არჩევნების პერიოდში აქტიურდებოდა სპეცსამსახურები, აქტიურდებოდა ტროლ-ბოტები და ის ადამიანები, რომლებიც არ ვტყდებით და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე, ეს იციან კარგად  და ამიტომ, ცდილობენ შეგვაშინონ და გვაჩვენონ რომ მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. ამით ჩენ ვერ შევშინდებით. არ გამოუვათ მსგავსი ხერხებით ჩვენი დაშინება. ამ ქვეყნიდან გაქცევას ნამდვილად არ ვაპირებ", - ამბობს ოპოზიციონერი.