ალბანეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია - პროტესტის მონაწილეების მთავრობის გადადგომას ითხოვენ

21.02.26 12:47
ალბანეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია - პროტესტის მონაწილეების მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ალბანეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია - პროტესტის მონაწილეების მთავრობის გადადგომას ითხოვენ .

როგორც Reuters-ი იუწყება, ალბანეთში ქვეყნის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების ფონზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოფისს ე.წ. ბენზინის ბომბები ესროლეს.

  • ცნობისთვის, ალბანეთში პოლიტიკური ვითარება დეკემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ვიცე-პრემიერს, ბელინდა ბალუკუს კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ სახელმწიფო ტენდერებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა. ბალუკუ ბრალდებებს უარყოფს.